შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. გოგონა ჩვილთან ერთად თავშესაფარშია გადაყვანილი. საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირი პოლიციამ თებერვალში დააკავა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი 50 წლამდე ასაკისაა. უწყებამ გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლამდე მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.