არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრემიერის ინიციატივას “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გამოეხმაურა.

„ჩვენ წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები. როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზად არის ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილები თუ პროტესტი გამოიწვია”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მოუწოდა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო მოსმენა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები