ირაკლი ღარიბაშვილი: უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

სამოქმედო გეგმას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

„მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები