გერმანიიდან 2020 წელს ორჯერ ნაკლები ადამიანი გააძევეს – თუმცა, ყველაზე მეტი პირი დეპორტირებულია საქართველოში

გერმანიიდან 2020 წელს 10,8 ათასი ადამიანის დეპორტაცია მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. მაშინ 22 097 პირის გაძევება მოხდა.

ამის შესახებ Deutsche Welle წერს იმ პასუხზე დაყრდნობით, რაც ბუნდესტაგის მემარცხენე პარტიამ ქვეყნის შსს-დან მიიღო.

აღინიშნება, რომ ყველაზე მეტი დეპორტირებულია საქართველოში – 928 ადამიანი, თითქმის იგივე რაოდენობაა ალბანეთში 926. ნუსხაში შემდეგ მოდიან სერბეთი და საფრანგეთი.

დეპორტირებულთა შორის 23% ქალია და 18%-მდე – არასრულწლოვანი.

ფედერალურ მიწებს შორის ყველაზე მეტი გაძევება მოხდა ჩრდილოეთ რეინიდან, ჯამურად, 2 805 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები