ქართული ფილმები – ევროპული კინოს ვირტუალურ ბაზრობაზე

ბერლინის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი კონკურსისა და სექცია „ფორუმის” გარდა, ქართული ფილმები წარმოდგენილი იქნება ევროპული კინოს ვირტუალურ ბაზრობაზე.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე აკრედიტებული კინოპროფესიონალები ნახავენ დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი“ და თათია სხირტლაძის ფილმს „დიდება დედოფალს“.
პანდემიის გამო წლევანდელი კინოფესტივალი ორ ეტაპად ტარდება. პირველი გაიმართება მარტში, მხოლოდ ონლაინრეჟიმში, მეორე ეტაპი – ივნისში.
მთავარ კონკურსში მონაწილეობს 15 ფილმი. მათ შორის არის ალექსანდრე კობერიძის ფილმი – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, რომლის ჩვენებაც უკვე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები