1-ელი მარტიდან მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები გაიხსნა, 15 მარტიდან თეატრებში რეპეტიციები განახლდება

1-ლი მარტიდან მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები გაიხსნა.
15 მარტიდან თეატრებში სარეპეტიციო პროცესები დაიწყება, ხოლო 1-ელი აპრილიდან  წარმოდგენები მაყურებლის დასწრებით.
რუსთაველის თეატრის ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ 15 მარტიდან სალარო უკვე დაიწყებს მუშაობას.
„ვიწყებთ!
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე: biletebi.ge
https://biletebi.ge/rustaveli-national-theatre/Schedule
რუსთაველის თეატრის სალარო გაიხსნება 15 მარტს. სამუშაო საათები: 11:00 – 18:00“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2, 3, 4 აპრილს, დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართება სპექტაკლისა: „ერთხელ… მხოლოდ“.
იდეის ავტორი და რეჟისორი – რობერტ სტურუა; მხატვარი – ანა ნინუა; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; მუსიკალური გაფორმება – რობერტ სტურუასი; რეჟისორის თანაშემწე – თეა მარგველაშვილი.
მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი, ანა ამილახვარი, ნინო არსენიშვილი, მიხეილ არჩვაძე, გოგა ბარბაქაძე, დავით გოცირიძე, ლუკა გულდანი, მარინა კახიანი, კახა კუპატაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, ეკა მინდიაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, გრიგოლ ჟორდანია, ირაკლი სანაია, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ნიკა ქაცარიძე, ქეთი ხიტირი.

ცნობისათვის: კულტურული დაწესებულებები, როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა,  საქმიანობას სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით განაახლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები