პირველი მარტი ფრედერიკ შოპენის დაბადების დღეა

პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი ფრედერიკ შოპენი დაიბადა 1810 წლის1 მარტს (სხვა წყაროებით, 22 თებერვალს) ვარშავის მახლობლად, ჟელიაზოვა ვოლიაში.
იგი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა. მამა უკრავდა ფორტეპიანოზე.
7 წლის შოპენმა I კონცერტი გამართა ვარშავაში. ამ კონცერტზე მან თავისი პირველი ნაწარმოები „პოლონეზი“ შეასრულა.
პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი 1826-1829 წლებში სწავლობდა ვარშავის კონსერვატორიაში.
1829 წელს შოპენი ვენაში მიემგზავრება კონცერტების ჩასატარებლად. 1830 წელს პოლონეთში მოხდა აჯანყება. ამ თემასთან დაკავშირებით შოპენმა დაწერა ეტიუდი დო მინორი „რევოლუციური“.
1831 წლიდან შოპენი პარიზშია. შოპენმა ჩასვლისთანავე დაიპყრო პარიზი და იგი მსოფლიოს საუკეთესო პიანისტად აღიარეს.
პარიზში ცხოვრების წლებში მან შექმნა ბრწყინვალე ნაწარმოებები: სონატა „სი ბემოლ მინორი“, ბალადები, ფანტაზია „ფა მინორი“, სკერცოები, მაზურკები, ნოქტიურნები.
შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ-ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში — მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828–1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835–1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.
1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.
შოპენი გარდაიცვალა 1849 წელს პარიზში, 39 წლის ასაკში. კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში. გარდაცვალების მიზეზად კი დღემდე ტუბერკულოზია დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები