პროკურორი: ხუთივე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა და ამაში ეჭვი დღეის მდგომარეობით, ჩემი აზრით, დაცვის მხარესაც აღარ ეპარება

“ხუთივე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა და ამაში ეჭვი დღეის მდგომარეობით, ჩემი აზრით, დაცვის მხარესაც აღარ ეპარება”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

საქმის პროკურორის თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ტყუილები უკვე გამოკვეთილია სასამართლო პროცესებზე.

„წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და კიდევ ერთხელ სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ, რა თქმა უნდა, ამ ხუთივე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა და ამაში ეჭვი დღეის მდგომარეობით, ჩემი აზრით, დაცვის მხარესაც აღარ ეპარება. რაც შეეხება მათ პოზიციას, რაც დღეს უნდა მოვისმინოთ, ვფიქრობ, დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს და მათი სიტყვები, რაც აქამდე გვესმოდა, არ იყო არანაირად დასაბუთებული. ბრალდებულები დაკითხვის შედეგად სიცრუეშიც გამოვიჭირეთ, ასე ვთქვათ, თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა ყველა იმ ტყუილს, რასაც სასამართლო პროცესებზე ამბობდნენ. მათი ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ამის შემდეგ სიტყვით ისარგებლებენ ბრალდებულები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები