საქართველოში გამოვლენილი, ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 73 შემთხვევა, აჭარაში – 17, იმერეთში – 33

 

საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 73 შემთხვევა, აჭარაში – 17, იმერეთში – 33, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 244 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 703 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 918-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.9 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 523-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 33, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 3, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 719, აჭარაში – 173, იმერეთში – 278. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 31, იმერეთში – 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 58, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 43 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 25.

სულ 6 ოქტომბრიდან – 28 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 369 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 312 პირი, აჭარაში – 386, იმერეთში – 664.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები