სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

შარლ მიშელს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები