მეუფე იაკობი ვაქცინაციაზე: ისრაელისგან მაგალითი უნდა ავიღოთ, თავიანთ ერზე იზრუნეს

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ვაქცინაციის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ მაგალითი ისეთი ქვეყნისგან უნდა აიღოს, როგორიც ისრაელია.

“მაგალითი ავიღოთ იმ ქვეყნებიდან, სადაც მიუხედავად შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა, მაგალითად ისრაელი, ნახეთ რა გააკეთეს, 85 პროცენტი აცრილია, თან კლასიკური ვაქცინები აქვთ. იმათმა თავიანთ ერზე იზრუნეს.

ცოტა სხვა ინფორმაციებიც მაქვს. როცა მაჩანჩალა ქვეყანა ხარ, როცა შიგნით არ შეგიძლია დაალაგო და როცა უცხოელები გაგახსენდება და მაშინ გარბიხარ “მიშველეო”, თავი მართალი რომ ჰგონია, ყოველთვის ასე ვიქნებით”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები