კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – 2020 წელს ჩატარებული სამუშაოები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს 2020 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
„კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობის პორობებში, 2020 წელს შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის, სამეცნიერო კვლევისა და ინვენტარიზაციის პროცესები.

•  2020 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, განხორციელდა 32 მიმდინარე და ახალი პროექტი;
•  2020 წელს, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა 93 მიმდინარე და ახალი პროექტი;
• 2020 წელს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის მიერ მომზადდა 10 საპროექტო დოკუმენტაცია და შესყიდულ იქნა 24;
• 2020 წელს გამოწერილია ძეგლზე სამუშაოების 288 სანებართვო მოწმობა;
•  2020 წელს 95 ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრისათვის რეკომენდაცია გაეწია 7 ძეგლს, ობიექტთა ნუსხაში შეტანილ იქნა 163 ნაგებობა;
•  2020 წელს დაფინანსდა 85 არქეოლოგიური ექსპედიცია“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურათზე:  ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალმატის წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესია, რომლის რესტავრაციაც 2020 წელს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები