დაცვის პოლიცია სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

შსს-ს ცნობით, შეჯიბრები ბაკურიანში, დიდველზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება.
სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 11 ქვეყნის 51 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია).

მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები