ირაკლი ქადაგიშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკურად ნორმალურ ფაზაში გადავიდეთ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება, იმისთვის, რომ პოლიტიკურად ნორმალურ ფაზაში გადავიდეს ის მდგომარეობა, რაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ქმედების გამოა შექმნილი.

“ევროკავშირმა რამდენიმეჯერ, მათ შორის, თავის ბოლო მიმართვაშიც ნათლად ასახა ის, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს ყველა ის პარტია, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს ის ხმა, რაც მიიღეს. მიმაჩნია, რომ მიშელის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმპულსი, იმისთვის, რომ პოლიტიკურად ნორმალურ ფაზაში გადავიდეს ის მდგომარეობა, რაც დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დესტრუქციული ქმედების გამოა შექმნილი”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები