კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 129, იმერეთში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 17

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარაში – 16, იმერეთში – 31, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 17, კახეთში – 16, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 30, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები