ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სამი პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც ბრალდებულ სულიკო საყევარაშვილის ადვოკატი თამუნა ხაჩირაშვილი აცხადებს, ბრალდებულებს ვახო სანაიას მიმართ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით დევნა არ განუხორციელებიათ.
„დაცვის მხარე ვფიქრობთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ ადგილი ჰქონდა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დევნას ვახტანგ სანაიას მიმართ“, – აცხადებს ხაჩირაშვილი.