ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისის კორპუსზე შესრულებული გრაფიტი ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა

26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და IDFI-ის ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისში მდებარე კორპუსის ფასადზე შესრულებული გრაფიტი გახსნეს.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კორპუსის ფასადზე ოკუპაციის 100 წლისადმი მიძღვნილი გრაფიტის მხატვრობა დასრულდა.
გრაფიტი IDFI-ს და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით შეიქმნა.
გრაფიტის ავტორია ლია უკლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები