გია ვოლსკი: ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

“ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სურს, სხვებმა “ხელი გაანძრიონ” და ამის შემდეგ ჩამოვიდეს.

“ცოტა რთულია იმ ქონებისა და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც თვითონ ამბობს: “ხელი გაანძირეთ და ჩამოვალო” – ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც სთავაზობს. მე არ მინდა, სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები