ანზორ მელია: „ქართულ ოცნებაში“ ერთადერთი ნათელი წერტილი გახარია იყო და ისიც წავიდა, სასწრაფოდ უნდა გამოუშვან ნიკა ციხიდან

“მახარებს, რომ მსოფლიოში არ დარჩენილა გამომცემლობა, რომელსაც ნიკასთვის მხარი არ დაეჭირა, მით უმეტეს, მახარებს სენატორების, ელჩების მხარდაჭერა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში გაჩნდა ახალი ეროვნული მოძრაობის ლიდერი, რომელსაც შეუძლია, ქართველი ხალხისთვის სიკეთე მოიტანოს. შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი კოალიციური მთავრობაა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, მოეგონ გონს და მისი შვილი ციხიდან გაათავისუფლონ.

„გაოცებული ვარ უცხო ხალხის გამო, რომლებიც მკოცნიდნენ და მეფერებოდნენ, როდესაც ფილარმონიასთან დავიძარით. ისინი მადლობას მიხდიდნენ ასეთი ვაჟკაცი შვილის გაზრდისთვის, როგორიც ნიკაა.
მე დღეს ვნახე ერთმუშტად შეკრული საქართველო. გონს მოეგოს მთავრობა, ცოტა თავი გაანძრიონ, თუ აქვთ ეს თავი.
ერთადერთი ნათელი წერტილი გახარია იყო და ისიც წავიდა.
მოიკრიბონ ძალა და ენერგია, დაუჯერონ თავიანთ პარტნიორ მეგობრებს, დიპლომატებს და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. „ოცნებას“ ნიკას ციხეში ყოფნა არ აწყობს, გამოუშვან სასწრაფოდ. ამ მთავრობას მხოლოდ ახალი არჩევნები გადაარჩენს,“ – თქვა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააპატიმრეს. დღეს მის მხარდამჭერ აქციას პარლამენტთან ოპოზიციონერი ლიდერები მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები