პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია 24-საათიან რეჟიმში გაიმართება

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ხალხისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

მანამდე ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს მიმართეს და სთხოვეს, მთავრობის კანცელარიისკენ გადანაცვლებულიყვნენ, რათა მთავრობისთვის ხმა შენობის მიმდებარე ტერიტორიდანაც მიეწვდინათ.

კანცელარიიდან მსვლელობამ ისევ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც შეკრებილებს მუსიკოსები გაამხნევებენ.

გიგი უგულავას თქმით, აქცია ჯერ დასრულებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები