რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის აქციის შინაარსი და მოთხოვნები აბსურდულია, რადგან არ აქვს მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ

“ოპოზიციის აქციის შინაარსი და მოთხოვნები ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდულია, რადგან არ აქვს მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, ოპოზიციის მიზანია, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი დაძაბულობა შეიტანოს.

„ქვეყანაში აზრის გამოხატვა თავისუფალია და ეს სტანდარტი დაცული იქნება. რაც შეეხება აქციის შინაარსსა და მოთხოვნებს, ეს ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდულია, რადგან არ აქვს მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. დიდი ხანია, ოპოზიციის მიზანია, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი დაძაბულობა და რადიკალიზაცია შეიტანოს. ვინც ეცდება, თამაშის წესები ამ პრინციპებზე ააგოს, განწირული იქნება, რადგან ეს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში პერსპექტივას ვერასდროს მოიპოვებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები