თენგიზ ცერცვაძე: არ შეიძლება, გინდოდეს და ითხოვდე შეზღუდვების მოხსნას და, მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის ტარება

 

“მივმართავ მოსახლეობას, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და, მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის ტარება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მოსახლეობის დაკვეთა გაითვალისწინა მთავრობამ, უჭირს მოსახლეობას, შეზღუდვები, დისკომფორტის გარდა, დაკავშირებულია ცხოვრების პირობების გაუარესებაზე.

„თუ მოსახლეობა ამ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად უარს იტყვის რეგულაციების შესრულებაზე, პირბადეების ტარებაზე. შეზღუდვები შეიძლება, მოვხსნათ, მაგრამ პირბადე უნდა ვატაროთ. გამოიკვეთა საგანგაშო სიგნალები. როცა შემთხვევა ბევრი იყო და გვიჭირდა, პირბადის ტარების პროცენტი იყო 72, ერთ კვირაში ჩამოვიდა 62 პროცენტზე. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის – პირბადის ტარებასა და რეკომენდაციებზე უარის თქმა. მ

მივმართავ მოსახლეობას, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და, მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება. გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია. თუ გინდათ, შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება, ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ, გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკასა და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები