Pfizer-ის ვაქცინის შენახვის ტემპერატურა 80-დან 25 გრადუსამდე დაწიეს
BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის ტრანსპორტირება და შენახვა, ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება -15-დან -25 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში, ანუ ჩვეულებრივ საყინულეებში.
ამის შესახებ აშშ-ის წამლების სამმართველომ განაცხადა.
მანამდე, “ფაიზერის” ვაქცინის შენახვის პირობა იყო 60-დან 80_მდე გრადუსი და პრეპარატის უშუალო გამოყენებამდე 5 დღით ადრე იყო შესაძლებელი მისი ჩვეულებრივ საყინულეში შენახვა.
აშშ-ის სამმართველოში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნების დაწევა შეამსუბუქებს აფთიაქების მომარაგებას აღნიშნული ვაქცინით. გარდა ამისა, შემცირდება მომწოდებლებზე ზეწოლა, რომელთა ამოცანაში შედიოდა განსაკუთრებული პირობების შექმნა, ასევე, სპეციალურ კონტეინერებში მშრალი ყინულის მომარაგება.
შესაბამისი თხოვნით აშშ-ის წამლების სამმართველოს ერთი კვირის წინ ფარმაცევტულმა კომპანიამ თავად მიმართა. ფირმის წარმომადგენლის თქმით, ცვლილება გამოწვეულია დამატებითი მონაცემებით.
ასევე, ცნობილია, რომ ევროპაში BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის წარმოებაში ჩაერთვებიან გერმანული, ამერიკული, ფრანგული და შვეიცარიული კომპანიები.