საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 485-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსი 337 ადამიანს დაუდასტურდა, 320 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.