პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ნიკა მელიას პატიმრობა არ ყოფილა – მამუკა მდინარაძე 

„პროკურატურამ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლიც კანონიდან გამომდინარეობდა, სხვა გზა პროკურატურას ვერ ექნებოდა, გარდა იმისა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის შეფარდება მოეთხოვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურა თანმიმდევრულია.

პროკურატურა თანმიმდევრულია, მის მოქმედებებში, რადგან არც ერთ ეტაპზე, იმ პირობებში, თუ ნიკა მელია დაიცავდა გირაოს პირობებს და შეასრულებდა, მათ პატიმრობა არ მოუთხოვიათ. მოითხოვა მხოლოდ და მხოლოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მელია კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და უარი თქვა მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შესრულებაზე. დღესაც იმავეს ამბობს პროკურატურა! აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეა საუბარი და არა პატიმრობის პირობებში გირაოს პირობების შესრულებაზე. ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, როკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები