კუხო-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი: საქართველოსა და ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის ზრდა შესაძლოა, ყარაბაღზე უარყოფითად აისახოს

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანლის, ანატოლი სიდოროვის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის ზრდა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე შესაძლოა, უარყოფითად აისახოს.

მისი თქმით, რუსეთის შუამავლობის დამსახურებით მოხერხდა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულება.

“ფაქტორი, რომელსაც შეუძლია რეგიონის ვითარებაზე უარყოფითად ასახვა, არის საქართველოსა და ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის ზრდა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები