„წვეულება ნაპირზე“ – 25 თებერვალი რენუარის დაბადების დღეა

რენუარის დაბადების დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მის სურათს – „წვეულება ნაპირზე“ აქვეყნებს.
პიერ ოგიუსტ რენუარი 1841 წლის 25 თებერვალს საფრანგეთში დაიბადა. ცნობილ ფრანგ მხატვარს და მოქანდაკეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონიზმის განვითარებაში. 60- წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომლებიც დღეს მილიონებადაა შეფასებული.
რენუარის ერთ-ერთი ცნობილი ტილოა 1880-81 წელს შესრულებული „წვეულება ნაპირზე“. ამ დროს მხატვარმა უარი თქვა იმპრესიონისტულ მეოთხე გამოფენაში მონაწილეობაზე. შთაგონებისთვის ისევ კლასიკას მიმართა. ამ პერიოდში მის მიერ შესრულებული ფიგურები და სტრუქტურა განსხვავებულია. ნახატზე ასახულია სადილის სცენა სენის სანაპიროს რესტორანში.
ტილოზე აღბეჭდილნი არიან: მხატვრის მეგობრები და მომავალი მეუღლე. ნახატი პირველად 1882 წელს გამოიფინა და გაიყიდა კიდეც. ის ახლა ვაშინგტონში, ფილიპსის კოლექციის ნაწილია.

პიერ ოგიუსტ რენუარი. „წვეულება ნაპირზე“. 1880-81. ტილო, ზეთი. ფილიპსის კოლექცია, ვაშინგტონი.

იხ. დაწვრილებით:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები