25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე, – საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენის ბმულს აქვეყნებს, სადაც შესაძლებელია ფოტოებისა და დოკუმენტური მასალის ხილვა.
„3D გამოფენაზე შეგიძლიათ იხილოთ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიასთან დაკავშირებული არტეფაქტები, ასევე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
გაიცანი საქართველოს ისტორია“! – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები