კახა კალაძე: მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ – დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

“საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, ამიტომ  ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„ზოგადად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. არის მხარდაჭერა და არის მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე, ოპოზიციამ მოვახერხოთ გარკვეულწილად საუბარი, მოლაპარაკება, ზოგადად პოლიტიკური დისკუსიის დაწყება, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.

საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისები თუნდაც, ოღონდ კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, აუცილებელია. ზოგადად, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში. საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. შესაბამისად, მათ სურთ, რომ ის პროცესები, რაც მიდიოდა ბოლო წლების განმავლობაში, რა პოზიტიური ნაბიჯებიც იქნა გადადგმული, ეს ყველაფერი უნდა იქნეს შენარჩუნებული და გაგრძელდეს, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები