იუნკერების გმირული ბრძოლა რუსული არმიის წინააღმდეგ – ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა
საბჭოთა ოკუპაციიდან საუკუნე გავიდა გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის მისადგომებთან გმირულად დაიღუპნენ ახალგაზრდა იუნკერები. 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად მოახდინა საქართველოს ანექსია, ტაბახმელა – კოჯორში კი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკერების წინააღმდეგობას წააწყდა. გადამწყვეტი ბრძოლა კოჯრის ციხესთან გაიმართა, სადაც დღეს იუნკერების მემორიალი დგას.