საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მემორიალთან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მემორიალთან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

“ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებმა კოჯორში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელი დღე ყველა მოქალაქეს ახსენებს მოვალეობას – დაიცვან ის, რასაც ადამიანებმა 100 წლის წინ თავი შესწირეს.

“დღეს არის ის დღე, რომელიც ყოველთვის გვახსენებს, რამდენად დიდი მოვალეობაა ყველა მოქალაქის, რომ დაიცვას ის, რასაც ადამიანებმა 100 წლის წინ თავი შესწირეს. მაშინ ჩვენი ეს სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლის ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა და ამას მოჰყვა ათწლეულები სტალინური საბჭოთა რუსეთის რეპრესიების, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჯოჯოხეთში აცხოვრა თაობები. დღესაც საფრთხე მოდის იმავე მიმართულებით, სამწუხაროდ, ჩრდილოელი მეზობლისგან, სადაც მემკვიდრეობა საბჭოთა სტალინური რუსეთის არა თუ არ გამქრალა, არამედ პირიქით, ამის აღორძინებას ცდილობენ და ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ძალები, ვინც ამ თავისუფლებას უქმნის საფრთხეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები