არჩილ თალაკვაძე: გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია, საბოლოოდ, პარლამენტში დაბრუნდება

“გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია, საბოლოოდ, პარლამენტში დაბრუნდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებისთვის სრული მზადყოფნა აქვს, შეთანხმება კი მხოლოდ სამართლიან პირობებზეა შესაძლებელი.

„ჩვენ აქამდე მოლაპარაკებები არ შეგვიწყვიტავს. გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, ამიტომ, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია, საბოლოოდ, პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები