„ლუსონის“ ახალი შოურუმი საბურთალოს სითი მოლში 25 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება

25 თებერვალი განსაკუთრებით სასიამოვნო თარიღია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინტერიერის მოწყობისას პროდუქციის ხარისხსა და თანამედროვე დიზაინერულ გადაწყვეტებს ეძებენ, ხვალ 15:00 საათზე საბურთალოს City Mall-ში პრემიუმ ბრენდი „ლუსონის“ ახალი შოურუმი იხსნება.

ღონისძიებაზე მისულ ვიზიტორებს ბევრი საინტერესო სიახლე დახვდებათ როგორც პროდუქციის, ასევე ფერთა გამის, ტენდენციებისა და მოდელების თვალსაზრისით.

„ეს არის თანამედროვე, მყუდრო და დიზაინერული შოურუმი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი კოლექციებიდან გამოვყავით ყველაზე საინტერესო, ორიგინალური, დახვეწილი და მიმზიდველი პროდუქტები, რომლებიც საბოლოოდ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ. შოურუმი განსაკუთრებით საინტერესო სივრცე გახდება ინტერიერის დიზაინერებისთვის, რომლებიც შთაგონებასა და თავიანთ პროექტებისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ეძებენ“ , – განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ბეღელურმა.

პრემიუმ კლასის სარემონტო მასალების ბრენდი „ლუსონი” მომხმარებლებსა და დიზაინერებს ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად საჭირო 10 000-მდე დასახელების ექსკლუზიურ, უმაღლესის ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. ძირითადი მიმართულება სამშენებლო მასალები, კერამიკული ფილები, საყოფაცხოვრებო ნივთები და მცირე დეტალებია, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს გამორჩეულს გახდის.
საბურთალოს ფილიალში ძირითადად ევროპული ბრენდები იქნება წარმოდგენილი განსხვავებული კატეგორიებიდან: აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი, ავეჯი და კარები, შპალერი, განათება და ა.შ.
ახალი შოურუმის ძირითადი სიახლე კერამიკული ფილების განსაკუთრებით ფართო არჩევანია, რომლებსაც დიზაინერული ფორმატები, ქვის ეფექტები და დახვეწილი ნახატები აქვთ.

„გარემო სახლის დიზაინთანაა მიახლოებული. რამდენიმე კუთხე სპეციალურად გამოვყავით და ადამიანს შეუძლია თავი საკუთარ სახლში ან სააბაზანოშიც კი იგრძნოს“, – აღნიშნა გიორგი ბეღელურმა.

„ლუსონი” საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა. პირველი 4 სართულიანი შოურუმი აკაკი ბაქრაძის 23 ნომერში მდებარეობს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი თუ აუცილებელი საყოფაცხოვრებო დეტალის შერჩევა. კიდევ ერთი უპირატესობა ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდი და პროდუქციაზე მიღებული ოფიციალური დოკუმენტებია, რაც კომპანიის პრემიუმ მიდგომას უსვამს ხაზს.

„აქამდე ლუსონში ის ხალხი მოდიოდა, ვინც ერთგული მომხმარებლებელია და უკვე იცის ჩვენი პროდუქტების შესახებ. მოლები დატვირთულია ადამიანებით, რომლებიც სეირნობენ და მათთვის საინტერესო ნივთებს ეძებენ. გვსურს, რომ გამვლელმაც კი შეამჩნიოს ლუსონის სივრცე და სიამოვნება მიიღოს იმ ყველაფრით, რასაც ვთავაზობთ“, – დაამატა გიორგი ბეღელურმა.

საბურთალოს City Mall-ის ფილიალში მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ერთად, განსაკუთრებულ მომსახურებასაც მიიღებთ. კომპანიის მენეჯერები და დიზაინერები დაგეხმარებიან იმ დეტალების გათვალისწინებაში, რომლებიც თქვენს ინტერიერს გამორჩეულს, დახვეწილსა და მიმზიდველს გახდის.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები