ონის მუნიციპალიტეტში შიდა გზებსა და წყალსადენს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ონისმუნიციპალიტეტში პროექტების გასახორციელებლად პირველ ეტაპზე749 415 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით ონის მუნიციპალიტეტში 2 პროექტი განხორციელდება, მათ შორის: მოასფალტდება ონის ქუჩები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ სორის წყალსადენს.
შეგახსენებთ, რომ პროექტების შემუშავებას მუნიციპალიტეტები და სამხარეო ადმინისტრაციები ახდენენ, თავადვე განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, ხოლო მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. პროექტებს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია ამტკიცებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი საქართველოს მთავრობა იღებს.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.