“კანონზე მაღლა არავინ დგას” – ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეა განცხადებას ავრცელებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები – ტიტუს კორლაცეანი და კლოდ კერნი საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფთებას გამოთქვამენ.

„იმ პირობებში, როდესაც არავინ უნდა დადგეს კანონზე მაღლა, პოლიციის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრამ და ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა დაძაბულობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის, რაც არ იყო საჭირო და ამ ნაბიჯმა ასევე გააღრმავა კრიზისი. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი, არა ესკალაცია და კონფრონტაცია“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
ამავე განცხადებაში ისინი მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ქმედებისგან, რომელიც დაძაბულობის შემდეგ ესკალაციას შეუწყობს ხელს; დაუბრუნდნენ მოლაპარაკები მაგიდას, რათა მოიძებნოს პოლიტიკური და ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი, გადაიჭრას მიმდინარე კრიზისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები