Georgia’s Fantastic Tavern – Europe Meets Asia – ქართული ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი

25-28 თებერვალს მწერალთა სახლი წარმოადგენს ქართულ ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის – Georgia’s Fantastic Tavern – Europe Meets Asia.

ფესტივალის პარტნიორები არიან: ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ონლაინ ლიტერატურული პლატფორმა – „სიტყვები საზღვრებს გარეშე“ (Words Without Borders).

მწერალთა სახლის ინფორმაციით, ლიტერატურული ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ 11 ღონისძიების ფარგლებში მწერლები ისაუბრებენ თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე.

დისკუსიები გაიმართება ბრიტანეთის ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ვებგვერდზე (https://georgiasfantastictavern.com) და, ლაივსტრიმის საშუალებით, გადაიცემა ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის სოციალურ ქსელებში.

ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის თეატრი და ლიტერატურის მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები