უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება

უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესო 15 მარტიდან განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეებიც.

„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კლინიკურ-პრაქტიკული, ლაბორატორიული პრაქტიკის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიაში აღდგენას 15 მარტიდან, სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით პირველი აპრილიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები