24 თებერვალი თათული დოლიძის დაბადების დღეა

რუსთაველის თეატრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მსახიობ თათული დოლიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

საქართველოს დამსახურებული არტისტი თათული დოლიძე დაიბადა 1952 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
რუსთაველის თეატრის მსახიობია 1972 წლიდან.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ადელა (ფ. გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – ტ. ჩხეიძე), მარინე (გ. ფანჯიკიძე ,,მეშვიდე ცა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე), გაიანე (ა. სუმბათაშვილ-იუჟინი ,,ღალატი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი – რ. სტურუა), თინა (ე. გაბრიელოვიჩი, ი. რაიზმანი ,,ჩვენი თანამედროვე”, რეჟისორები – რ. სტურუა, ნ. ხატისკაცი), ქეთევან ახატნელი (მ. ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე), გრუშე (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა), ანო (თ. ჭილაძე ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა), ნატაშა (მ. შატროვი ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
გონერილი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე), ირინე კვაშალი (ლ. ბუღაძე ,,სულიერი არსებები”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე), ალისა (ფ. დიურენმატი “ვთამაშობთ სტრინდბერგს”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),
გალილეო გალილეი (,,ვარდნილი სხეულები”, ავტორი და რეჟისორი – ჯ. ლივაი)…
მონაწილეა სპექტაკლისა „ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა).
თეატრალურ სარდაფში განასახიერა  ჰერტრუდას როლი („,,ჰამლეტი”).

1999 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები