საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა, ელჩებთან ერთად, დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.