ნიკა მელიას ადვოკატი: ნიკა თავს გრძნობს ისე მხნედ, როგორც არასდროს, იგი ბედნიერია, რომ არავინ დაშავდა, მისი მთავარი გზავნილია – ბრძოლა ბოლომდე

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია იმით, რომ სპეცრაზმთან დაპირისპირებისას არავინ დაშავდა.

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვა არ დაწყებულა და მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს.

„ნიკა თავს გრძნობს ისე მხნედ, როგორც არასდროს. მისი მთავარი გზავნილი არის ბრძოლა ბოლომდე. იგი ბედნიერია, რომ უამრავი ადამიანი, რომელებიც უსმართლობას აპროტესტებდნენ, ყოველგვარი ძალადობის გარეშე დახვდნენ სპეცრაზმს და არავინ დაზიანდა. ბედნიერია, რომ პროვოკაციაზე არავინ წამოეგო. ნიკა ამაღლებულ განწყობაზეა და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე.
ჩვენ სამართლებრივ დავას ვაგრძელებთ, გვექნება პატიმრობის გაუმქების მოთხოვნა. როდესაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება , ნათელს მოვფენთ ყველაფერს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, ჩაინიშნება თუ არა პროცესი.
ასევე, გეტყვით, რომ აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს, ყველაფერი წინ გვაქვს.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები