“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონი უზენაესობას”, – ამის შესახებ მან ბრიფინგზე ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას თქვა.
“ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო, ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით – ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად არის მტკივნეული”, – თქვა კობახიძემ.