ირაკლი ღარიბაშვილი: არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად – პროკურორი კაცი, რომლის დროსაც „იმედი“ დაარბიეს
“არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად – პროკურორი კაცი, რომლის დროსაც „იმედი“ დაარბიეს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად არაორდინალური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„ერთ-ერთი მთავარი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად, ასე ვთქვათ. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც „იმედის“ დარბევა, ძალადობრივი გზით დახშობა, გათიშვა განხორციელდა. ამაზე გვაქვს საუბარი, მეგობრებო. აი, აქ ვართ დღეს, დღესაც აქ ვართ. ამაზე ვსაუბრობთ. სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ? როგორი სახელმწიფო გვინდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ თუ მეტი კრეატიული ნაბიჯი არ გადავდგით, ასე მდორედ გაგრძელება სწორედ შეუძლებლად მიმაჩნია“, – აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.