გიორგი გეგეჭკორი და ერთი ფოტოსურათის ისტორია

23 თებერვალი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის,  გიორგი გეგეჭკორის დაბადების დღეა. მას დღეს 98 წელი შეუსრულდებოდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით ფეისბუქის გვერდზე ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი დემიკო ლოლაძე ფოტოს და ტექსტს ავრცელებს ინფორმაციას.
„2021 წლის 23 თებერვალი.
დღეს არაჩვეულებრივი პიროვნების, საქართველოს სახალხო არტისტის, ბატონ გიორგი გეგეჭკორის დაბადების დღეა.
ფოტო კი გადაიღო ჯემალ კასრაძემ, 2001 წლის 11 მაისს, რესტორან „არაგვში” ვიტალი დარასელიასადმი მიძღვნილი ჩემი წიგნის წარდგენისას.
ფოტოზე: ელგუჯა ამაშუკელი, კოტე მახარაძე, გიორგი გეგეჭკორი.
უფროს თაობას ვთხოვ, აუხსნან შვილიშვილებსა და შვილებსაც, ვინ იყვნენ ეს სახელოვანი მამულიშვილები“, – წერს დემიკო ლოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები