თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩის პირველ ნომერში, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი, ამ ეტაპზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები