,,სანამ რეპეტიცია დაიწყება“ – დიალოგი რეჟისორებთან

22 თებერვალს,16:00 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი მეორე ონლაინშეხვედრას უმასპინძლებს – „სანამ რეპეტიცია დაიწყება“.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ სახელწოდებით სულ სამი შეხვედრა გაიმართება და მიეძღვნება მიხეილ თუმანიშვილის 100 წლის იუბილეს. ეს არის დიალოგი რეჟისორებთან: გიორგი ჩალაძესთან, ია გოგიშვილთან და თეატრმცოდნე თამარ ცაგარელთან ერთად.
მესამე შეხვედრა: 1 მარტი, 16:00 სთ.
დასწრება შესაძლებელია  ბმულზე: meet.google.com/jip-gpet-msi (მობილურით: (US) +1 424-360-0729 (PIN: 740523032))
„ვსაუბრობთ რეჟისორის უხილავ, თუ ხილულ ხელობაზე… განვიხილავთ მის საქმიანობას მანამ, სანამ რეპეტიცია დაიწყება უშუალოდ მსახიობებთან. როგორ და რატომ ხდება კონკრეტული პიესის არჩევა, როგორ ხდება სათქმელის, კონცეფციის, ფორმის ჩამოყალიბება, ვსაუბრობთ ლიტერატურულ და ქმედით ანალიზზე, პიესის სიუჟეტურ ნაწილებზე. მაგალითისათვის ვიღებთ ორ პიესას, ერთს – კლასიკურ ტრაგედიას, კერძოდ, უილიამ შექსპირის ,,ოტელოს“ და მეორეს, აბსურდის ჟანრიდან, სემუელ ბეკეტის „თამაშის დასასრულს“.
განვიხილავთ ამ პიესების მიხედვით უკვე დადგმულ სპექტაკლებსა და მათ შორის სხვაობებს. კიდევ იმას, თუ რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ან რამდენად და რატომ არის საჭირო, მნიშვნელოვანი და ურთიერთდამოკიდებული ერთმანეთზე რეჟისორისა და თეატრმცოდნის ხელობა“, – აღნიშნულია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები