რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ პრემიერობის დასახელებულმა კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც
რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ირაკლი ქარსელაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.