Eurointegration: საქართველო უკრაინელი ტურისტებისთვის იხსნება

“საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის შემოღებული წესების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება და ქვეყანაში უკრაინელ ტურისტებს შეუშვებენ”, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა – Eurointegration-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

“საქართველო მთავრობა გეგმას ცალკე წესების შემოღებას, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს შესვლის შესაძლებლობას მისცემს. არსებობს იმედიც კი, რომ ეს უკვე მარტში მოხდება”, – წერს გამოცემა.

წყაროს ინფორმაციით, საზღვრები კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში გაიხსნება.

“როგორც ცნობილია, თბილისის აეროპორტი ევროკავშირის რამდენიმე უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნილია, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე არიან აცრილი, მათ შორის, რუსული ვაქცინით”, – წერს Eurointegration.

“ვითარება, რომლის დროს საქართველომ შეიძლება, რუსები შემოუშვას და უკრაინელები – არა, არასწორია”, – ამბობს წყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები