ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს, სელიმ ჩაქირს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს, სელიმ ჩაქირს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს: ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო საკითხები და ასევე სავალუტო ფონდის „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის” მიმდინარეობა.
მათივე ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს, სელიმ ჩაქირს მადლობა გადაუხადა იმ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია.