დავით ზილფიმიანი: რადგანაც ოპოზიციონერი ვარ, ხმა აუცილებლად ღარიბაშვილის წინააღმდეგ უნდა მივცე? ასე არ არის
“რადგანაც ოპოზიციონერი ვარ, ხმა აუცილებლად ღარიბაშვილის წინააღმდეგ უნდა მივცე? ასე არ არის”, – ასე პასუხობს „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტისადმი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოება მრავალპარტიულ პარლამენტს არ არის მიჩვეული.
„ჩვენ, ყველა პოლარიზებულ ვითარებასა და ორპარტიულ სისტემას ვართ მიჩვეული. არ ვართ მიჩვეული მრავალპარტიულ პარლამენტს, ამიტომ იწვევს გაკვირვებას, თუ როგორ შეიძლება, ოპოზიციამ პრემიერმინისტრობის კანდიდატს მხარი დაუჭიროს. იმ გადასახედიდან, რა გადასახედიდანაც მე შევხედე, ჩავთვალე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კარგი კანდიდატურაა”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.