“ლელო”: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომ განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი
“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მიმართავს “ქართულ ოცნებას”, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკება ოპოზიციასთან საერთაშორისო პარტინორების ჩართულობით.
ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
“რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ ვითარებაში იმისათვის, რომ ჩვენ განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ, მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც უნდა მოიცავდეს: რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღს, პოლიტიკური ელფერით წარმოებული ყველა სისიხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, 8 მარტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებასა და საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების გატარებას”, – თქვა ჯაფარიძემ.